ტრენინგმა, "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებამ", კარგად დამანახა პროექტების სწავლების მნიშვნელობა და ეფექტურობა. ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის. მიღებული ცოდნა დამეხმარება დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში.
ინტელის ძირითადი კურსი
понедельник, 19 октября 2015 г.
суббота, 17 октября 2015 г.
მერვე დღე
ვისაუბრეთ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე,განვიხილეთ გარდნერის თეორია. ასევე ვისაუბრეთ, რომ მოსწავლეები იყოფიან სამ კატეგორიად: ვიზუალისტები, აუდიალისტები, კინესთეტიკოსები. ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია ვიგოტსკის თეორიის გამოყენება და სკადოლფინგის გაკეთება, რათა დავეხმაროთ მოსწავლეებს რთული დავალებების უკეთ აღქმაში.
შევიმუშავეთ დავალებები ჩვენი პროექტის თემიდან გამომდინარე სუსტი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთატვის. შევავსეთ პროექტის გეგმა და ჩვენი პორტფელოები ავტვირთეთ google drive- ში.
შევიმუშავეთ დავალებები ჩვენი პროექტის თემიდან გამომდინარე სუსტი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთატვის. შევავსეთ პროექტის გეგმა და ჩვენი პორტფელოები ავტვირთეთ google drive- ში.
воскресенье, 4 октября 2015 г.
მეშვიდე დღე
დღეს გავეცანით პროექტის მსვლელობის გეგმას. განვიხილეთ სასწავლო პროცედურები, რა თანმიმდევრობით უნდა ვიმუშავოთ პროექტზე. როგორი მეთოდები გამოვიყენოთ პროექტის დასაწყისში და პროექტზე მუშაობის დროს. გავიმეორეთ განვლილი დღეების განმავლობაში შესწავლილი მასალა.
მეექვსე დღე
გავიხსენეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, რომელიც მოყვანილი იყო სახელმძღვანელოში.
წინასწარ შედგენილი პრეზენტაციისჩეკლისტების მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
წინასწარ შედგენილი პრეზენტაციისჩეკლისტების მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
четверг, 1 октября 2015 г.
მეხუთე დღე
დღეს ჩვენ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია. თვითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაფერისი საჭირო მეთოდი და ინსტრუმენტი და ჩავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმაში. განვიხილეთ სხვადასხვა შეფასების რუბრიკები, ჩეკლისტები და უკუკავშირის ფორმები. ადაპტირება გავუკეთეთ და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
суббота, 26 сентября 2015 г.
მეოთხე დღე
დავხვეწეთ ჩვენი პროექტის მიზნები,გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების რჩევების დოკუმენტი და აგრეთვე კითხვების ნიმუშები. შევიმუშავეთ ჩვენიპროექტის თემიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გავუზიარეთ ერთმანეთს და შევიტანეთ გეგმაში.
მესამე დღე
გავეცანით საინფორმაციო ბუკლეტის შედგენის პრინციპებს, მის მნიშვნელობას პროექტის მიზნის მისაღწევად. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი. ვისწავლეთ ფურცლების დამატება. გამოვიტანე მენიუს ზოლი. შევქმენი გაჯეტები, დავდე ჩემ შესახებ ინფორმაცია, ასევე მეგობრების ბლოგები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)