суббота, 26 сентября 2015 г.
მეოთხე დღე
დავხვეწეთ ჩვენი პროექტის მიზნები,გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვების რჩევების დოკუმენტი და აგრეთვე კითხვების ნიმუშები. შევიმუშავეთ ჩვენიპროექტის თემიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გავუზიარეთ ერთმანეთს და შევიტანეთ გეგმაში.
მესამე დღე
გავეცანით საინფორმაციო ბუკლეტის შედგენის პრინციპებს, მის მნიშვნელობას პროექტის მიზნის მისაღწევად. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი. ვისწავლეთ ფურცლების დამატება. გამოვიტანე მენიუს ზოლი. შევქმენი გაჯეტები, დავდე ჩემ შესახებ ინფორმაცია, ასევე მეგობრების ბლოგები.
მეორე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევარჩიეთ პროექტის თემის სათაური, ჩამოვაყალიბეთ პროექტის შინაარსი, განვსაზღვრეთ დროის ლიმიტი, შევარჩიეთ სტანდარტები, ინდიკატორები და მისაღწევი შედეგები.
პირველი დღე
ტრენინგი დავიწყეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს გაცნობით,გავეცანით პროექტებით სწავლების მიზანს,შევქმენით საქაღალდეები, ახალი ბლოგი,ავირჩიეთ საპრეზენტაციო პროექტის თემა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)